თუ 300 ლარი გაქვს ხელფასი, ეს შენი კი არა საზოგადოების ბრალია, იმ საზოგადოების, რომელთა მცირე ნაწილიც მდიდრდება, დიდი ნაწილი ღარიბდება და დანარჩენი შიმშილს ებრძვის! ჩვენი ბრალია ის რაც ხდება. ჩვენ არ ვიღებთ ხმას იმ უსამართლობაზე რაც გარშემო ხდება. განუსაზღვრელი სამუშაო გრაფიკი, განუსაზღვრელი შრომა, მიზერული, მათხოვრული ხელფასები და პლუს მადლობელიც უნდა იყო რომ მუშაობ.
შრომის კოდექსი არ გვჭირდება, ბაზარი ხომ ყველაფერს არეგულირებს. 300 ლარზე მეტს ვერ გამოიმუშავებ და ახალ ბიზნესს შექმნი ბანკების დახმარებით, რომლებიც შენი კონკურენტები არიან. მათგან აიღებ სესხს, მას შემდეგ რაც პროცენტების გადახდას ვერ აუხვალ ცუდად გახდები და მკურნალობა დაგჭირდება, შემდეგ იმკურნალებ მათივე საავადმყოფოში და შენივე ჯიბიდან გადაუხდის საზღაურს შენივე ქვეყანა. თუ გადარჩი, ვალმა შეიძლება დაგახრჩოს, ვალს ვერ გადაიხდი და ბანკის სესხით ნაყიდ ბინას, რომელიც ბანკმა ააშენა, თავად ბანკივე წაგართმევს და გეტყვის, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის, სადაც სადღეგრძელოებში გმირები იბადებიან და სადაც ერთს ეკუთვნის ყველაფერი, დანარჩენს კი არაფერი.
მონა რომ გაუშვას ბატონმა და თავისუფლება აჩუქოს, მოენატრება მონას ბატონთან გატარებული წლები თუ არა? ის წლები როდესაც მაძღარი იყო და საკვებზე ფიქრი არ უწევდა? თავისუფალი ერი შეიძლება თავისუფლებაშიც დამონდეს თუ ის არ არის დამოუკიდებელი და არ იცის რა უნდა.
მაგრამ მჯერა, შინაგანი რწმენაც ამას მკარნახობს, რომ ძალიან ახლოსაა ის დრო და მომენტი, როდესაც ჰალსტუხში და ანაფორაში გამოწყობილ ნაბიჭვრებს,საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ხალხის ძარცვის მეტს არაფერს აკეთებს, გილიოტინაზე თავს დავაყრევინებთ, დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ შევქმნით უკლასო საზოგადოებას და საბოლოოდ მივაღწევთ იმ დიდ მიზანს, რომელსაც ანარქო კომუნიზმი ჰქვია.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.