sf98hi123,e-]

მე კვლავ ვათვალიერებ შენს ფოტოებს და ვიხსენებ ჩვენზე ყველაფერს.
მახსოვს ბოლოს ცუდად იყავი.გქონდა გაწონასწორებული ხასიათი და დილით მუდამ 9 საათზე იღვიძებდი.
და ვხედავდი როგორ იღუპებოდი შენ.
მე ისევ ვათვალიერებ შენს ფოტოებს.
ერთი
ორი
სამი
შენ უსულო თოჯინა ხარ
რომლის სახე მხოლოდ მდიდართა სპერმას იღებს.
შენ ხარ მკვდარი და ზუსტად ვიცი,ეძებ გზას უკან დასაბრუნებლად. მაგრამ იმდენად მოკვდი თვალთახედვა დაკარგე ყველა შეგრძნებასთან ერთად.
ვიცი რომ ვერავის დააჯერე სიყვარული და სწორედ ამიტომ გახდი ჩვეულებრივი ხორცი მხოლოდ ტკივილისთვის განკუთვნილი.
მე ისევ ვათვალიერებ შენს ფოტოებს და ვერაფერს ვხედავ.

Advertisements

4t530[igmer0

8777acddb0cab660cc3e13f0888250f6
თუ 300 ლარი გაქვს ხელფასი, ეს შენი კი არა საზოგადოების ბრალია, იმ საზოგადოების, რომელთა მცირე ნაწილიც მდიდრდება, დიდი ნაწილი ღარიბდება და დანარჩენი შიმშილს ებრძვის! ჩვენი ბრალია ის რაც ხდება. ჩვენ არ ვიღებთ ხმას იმ უსამართლობაზე რაც გარშემო ხდება. განუსაზღვრელი სამუშაო გრაფიკი, განუსაზღვრელი შრომა, მიზერული, მათხოვრული ხელფასები და პლუს მადლობელიც უნდა იყო რომ მუშაობ.
შრომის კოდექსი არ გვჭირდება, ბაზარი ხომ ყველაფერს არეგულირებს. 300 ლარზე მეტს ვერ გამოიმუშავებ და ახალ ბიზნესს შექმნი ბანკების დახმარებით, რომლებიც შენი კონკურენტები არიან. მათგან აიღებ სესხს, მას შემდეგ რაც პროცენტების გადახდას ვერ აუხვალ ცუდად გახდები და მკურნალობა დაგჭირდება, შემდეგ იმკურნალებ მათივე საავადმყოფოში და შენივე ჯიბიდან გადაუხდის საზღაურს შენივე ქვეყანა. თუ გადარჩი, ვალმა შეიძლება დაგახრჩოს, ვალს ვერ გადაიხდი და ბანკის სესხით ნაყიდ ბინას, რომელიც ბანკმა ააშენა, თავად ბანკივე წაგართმევს და გეტყვის, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის, სადაც სადღეგრძელოებში გმირები იბადებიან და სადაც ერთს ეკუთვნის ყველაფერი, დანარჩენს კი არაფერი.
მონა რომ გაუშვას ბატონმა და თავისუფლება აჩუქოს, მოენატრება მონას  ბატონთან გატარებული წლები თუ  არა? ის წლები როდესაც მაძღარი იყო და საკვებზე ფიქრი არ უწევდა? თავისუფალი ერი შეიძლება თავისუფლებაშიც დამონდეს თუ ის არ არის დამოუკიდებელი და არ იცის რა უნდა.
მაგრამ მჯერა, შინაგანი რწმენაც ამას მკარნახობს, რომ ძალიან ახლოსაა ის დრო და მომენტი, როდესაც ჰალსტუხში და ანაფორაში გამოწყობილ ნაბიჭვრებს,საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ხალხის ძარცვის მეტს არაფერს აკეთებს, გილიოტინაზე თავს დავაყრევინებთ, დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ შევქმნით უკლასო საზოგადოებას და საბოლოოდ მივაღწევთ იმ დიდ მიზანს, რომელსაც ანარქო კომუნიზმი ჰქვია.

%FT*V(OJ+L U*YNyiy

შეიძლება ითქვას, რომ კომიქსების სტაჟიანი მკითხველი ვარ და უპირატესობას დისი კომიქსის პერსონაჟებს ვანიჭებ. კომიქსები ძალიან დიდი, უკიდეგანო და დაუსრულებელი სამყაროა, მასში არსებობენ ბოროტმოქმედები, ანტიგმირები, გმირები და არსებობენ მათი ალტერ ეგოები. მაგალითად, ადამიანი-ობობას ალტერ ეგო პიტერ პარკერია, ბეტმენის ალტერ ეგო ბრიუს უეინი. როდესაც ადამიანი ობობა დილით იღვიძებს, ის უბრალო თინეიჯერი, პიტერ პარკერია და მხოლოდ მისი კოსტიუმის ჩაცმის შემდეგ ხდება სუპერგმირი. ანალოგიურია ბეტმენის შემთხვევაშიც, ბრიუსი მხოლოდ კოსტუმის ჩაცმის შედეგად იქცევა გოთემის ბნელ რაინდად და დამცველად.აი სუპერმენი კი სუპერმენად იღვიძებს. მისი ფორმა, რომელსაც სიმბოლო S ამშვენებს მკერდზე, არა მისი კოსტიუმი, არამედ ყოველდღიური სამოსია, ის ტანსაცმელი კი, რაც კლარკ კენტს აცვია, ნიღაბია, რომელსაც ის ყოველდღე, სამსახურში ატარებს. ის გმირად იღვიძებს და იძინებს. კლარკ კენტის პერსონაჟით სუპერმენი ჩვენს ნამდვილ სახეს გვაჩვენებს – სუსტს, მშიშარას და საკუთარი თავის რწმენის არმქონეს. მიუხედავად ამისა, ის არასოდეს გაბოროტებულა და არ უღალატია ადამიანებისთვის. იმ დროს, როდესაც მარველის გმირებს სამოქალაქო ომი ჰქონდათ გაჩაღებული (კაპიტანი ამერიკა რკინის კაცს დაუპირისპირდა), ბეტმენი თანამედროვე კომიქსის სამყაროში გმირის სიმბოლოდ გადაიქცა, თუმცა სუპერმენი მაინც ყველა დროის უდიდეს გმირად დარჩა.

არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სუპერმენმა საკუთარი მორალი დაივიწყა და კონტროლი დაკარგა და ისიც ალტერნატიულ რეალობაში,  თუმცა ეს შეგვიძლია არაფრად ჩავაგდოთ, რადგან სუპერმენის მსოფლმხედველობა არის კონსტანტა, უცვლელი მუხი, რომელიც მკითხველში გმირულ სულს და კეთილშობილებას აღვიძებს და გვანახებს, რომ სიკეთის კეთება ის არის რაც ადამიანს ყველაზე კარგად უნდა გამოსდიოდეს.

 

reff2-g3=wefj8olr93n

სამარცხვინოა ყველაფერი რაც დღეს მოხდა!ენითაღუწერელი პოლიტიკური სიბეცე!

კომპლექსიანმა ღიპიანმა ბიძიებმა, კონკრეტული ჯგუფების წინასაარჩევნოდ გულის მოსაგებად გამაოგნებელი სისულელე ჩაიდინეს და წლებით ისევ უკან დაგვწიეს.

საქართველოს ყველა ხელისუფლება, რომელიც კი აქამდე გვყოლია და გვყავს, უზარმაზარ ლოდს ჰგავს “სიზიფეს მითიდან”- მწვერვალამდე რომ აგვაქვს, ოფლით ვათრევთ და შემდეგ ისევ თავისი ნებით უკან ვარდებიან.

არასოდეს არ ყოფილა სახელმწიფო ჩვენთან, არასოდეს:

– არც 90-იანებში, როცა ამ საცოდავ თაობას, მამების დაღვრილი სისხლის პარალელულად, თვითგადარჩენის ინსტინქტები გაუჩნდა და უკიდურესი სიღარიბის, კრიმინალის ფონზე, მოახერხა ჭრილობების მოშუშება, კრიტიკულად აზროვნება და ბოლოს ემანსიპაცია.

– არც 2000-იან წლებში, როდესად თვითრეფლექსირება, თავისუფლების და დემოკრატიის კრიტიკა და საჯარო სივრცეების ათვისება, სახელმწიფოს მაგივრად დავიწყეთ.

-არც ახლა, როდესაც ჩვენს მიერ სიმწრით და ბრძოლით შექმნილ სამოქალაქო სივრცეებს, ის სახელმწიფო ებრძვის, რომელსაც არანაირი როლი არ გააჩნია მათ განვითარებაში.

– არც საკანონმდებლო ფაზაში, როდესაც სახელმწიფო კანონებს არა სოციალური ხელშეკრულების, არამედ ვიწრო რაციონალური ინტერესებით და წინასაარჩევნო სიტუაციებით აწარმოებს. ეს ვიწრო ინტერესები შეიძლება უმრავლესობის ინტერესებსაც კვეთდეს.

არასოდეს არ იცავდნენ ჩვენს პოლიტიკურ უფლებებს, ალბათ იმიტომ რომ ამის არც მორალური უფლება ჰქონდათ და არც შესაბამისი პოლიტიკური კულტურა ან ცოდნა.

ნუთუ გვსურს ისეთი სახელმწიფო, რომელიც ხალხს განვითარებას, პოლიტიკურ სამართლიანობას არის აცდენილი და უკვე 28 წელია ორი-სამი მმართველი შტოს და მათი საარჩევნო ჯგუფის მხარეს იდგა და დგას?

მე ვერ ვხედავ საჭიროებას..

და შეგვიძლია მძიმე ლოდი აღარც ავიტანოთ  ზემოთ, რადგან ეს თაობა სიკვდილისადმი სიძულვილით და სიცოცხლისადმი დიდი წყურვილით გამოირჩევა და უკვე საკმაოდ წინ უსწრებს უტვინო და კომპლექსიან, ჰალსტუხში და კოსტუმებებში გამოწყობილ ნაბიჭვრებს.

4g97gv2se4zct7t09ivnnd0

გუშინ მეორედ ვუყურე ფილმს – ოლდბოი.

ფილმის დასრულების შემდეგ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამეუფლა, ფინალი კი ბუნდოვანია პირადად ჩემთვის, ასეთი სასტიკი შურისძიება მე ჯერ არსად მინახავს.

ფილმი ძალიან მძიმეა და ამ სიმძიმეს შესაბამისი მუსიკაც უწყობდა ხელს.ბევრს მიაჩნია,რომ ფილმი ზედმეტადაა გაჯერებული სასტიკი სცენებით,ამის პასუხად მახსენდება ფრაზა ფილმიდან როცა მთავარ გმირს კბილებს აძრობენ(თუმცა აქვე დავსძენ რომ უშუალოდ კბილების ჩამტვრევას არ გვაჩვენებენ). ერთ-ერთი ბოროტმოქმები ამბობს(ძირითადი აზრი ასეთია):ადამიანის წამების ყველაზე კარგი საშუალება მის ფანტაზიასთან თამაშია და სწორედ ამ ფანტაზიამ შეიძლება ის სკვდილამდეც მიიყვანოს.ფილმი დაგაფიქრებთ იმაზე, არსებობენ თუ არა კეთილი და ბოროტი ადამიანები, თუ ყველაფერი ამ ცხოვრებაში გარემოებებზე,მიზეზებზე,შედეგებზე და უაზრო შეცდომებზეა აგებული?!

ფილმი ძალიან ბევრ რამეს ეხება.ეხება იმას თუ რა გამოუსწორებელი არსებაა ადამიანი, წარმოვიდგინოთ რეალურ ცხოვრებაში 15 წლის მანძილზე გამომწყვდეული კაცი, რომელსაც ცოლი მოუკლეს და რომელსაც პასუხის ღირსადაც არ თვლიან თუ რის გამო იტანჯება ასე და აი ბოლოს თავისუფლება(?), რას აკეთებს ამ დროს ადამიანი?რა თქმა უნდა ის შურისძიებაზე ფიქრობს,10-დან 10-ვე შურს იძიებს,1 000-დან 1 000-ვე შურს იძიებს,1 000 000-დან 1 000 000-ვე შურს იძიებს, სწორედ ესაა ადამიანთა მოდგმის არსი, ხშირ შემთხვევაში,ქუჩის მეორე მხარეს,ან თუნდაც გვერდით ოთახში რა ხდება არ გვაინტერესებს და არ გვაღელვებს,ყველაფერი – ყველგან და ყოველთვის პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე დადის,ამ შემთხვევაში სისხლის წყურვილი ამოძრავებს მთავარ გმირს,შურისძიება სურს.

ადამიანი არასოდეს არ უფიქრდება თავის სიტყვებს,არ უფიქრდება თავის ქმედებას,რა მოყვება ამ ყოველივეს, ანდა რატომ?ეგ ხომ რთული პროცესია და პასუხისმგებლობა და ამის გარეშეც ცხოვრება ერთი შეხედვით უფრო ადვილი სჩანს, ერთი რამ მუდამ უნდა დავიმახსოვროთ და ვიცოდეთ, არაფერი ამ საზიზღარ ცხოვრებაში უკვალოდ არ ქრება, არ მიდის, ყველაფერი უკან გვიბრუნდება, ყოველი ბგერა,ყოველი ქმედება,ყოველი გადადგმული ნაბიჯი.ერთი უმნიშვნელო,უბრალო,გაუაზრებელი,უაზრო სიტყვაც საკმარისია იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება შეიცვალოს,უფრო რთულ მომენტებზეც საუბარი ზედმეტია.

ახლა უფრო დეტალურად ჩავუღრმავდები რამდენიმე ფრაზას:

“…გაიცინე და მთელი სამყარო შენთან ერთად გაიცინებს,იტირე და შენ მარტოობაში იტირებ…”

და ნუთუ ეს არაა სიცოცხლის დაუწერელი, მაგრამ მწარე კოდექსი?ადამიანი ზოგადად მაშინ იცინის როცა კარგადაა, როცა ადამიანი კარგადაა მასთან ყოფნა ყველას უნდა,კარგად ყოფნა ბედნიერებაა,კარგად ყოფნა სიხარულია,კარგად ყოფნა სიყვარულია,სიყვარული – სიხარული – ბედნიერება კი ჩვენი სისუსტეა,ამაზე უარის თქმა სისულელეა და სასაცილო, არის მეორე მხარეც,სადაც ცუდად ხარ,სადაც არავის არ ჭირდები,სადაც თითებზეა ჩამოსათვლელი ის ადამიანები ვინც გასაჭირს შენთან ერთად გადაიტანს,ვინც შენს გვერდით იქნება,მეტ წილად ასეთი ადამიანების პოვნა ძნელია,მითუმეტეს ამ დროს ეს წარმოუდგენელიცაა,არავის სურს შენთან ერთად ტკივილის შეგრძნება,არავის სურს შენს გამო თავი გასწიროს და ცხოვრება დაინგრიოს,მწარეა…ძალიან მწარე,მაგრამ ესეა.მშობლები,ახლობლები,მეგობრები,დანარჩენი არავის აინტერესებ და იცი რატომ?ადამიანებს დაავიწყდათ სიკეთე რა არის, შეიძლება არც არასდროს იცოდნენ.

“…თუ კი მე ნებისმიერ მხეცზე უარესი ვარ?!ნუთუ ამის გამო არ მაქვს სიცოხლის უფლება?მაქვს კი?…”

როცა ვიბადებით,ჩვენ გვჩუქნიან სიცოცხლეს,როცა ვკვდებით ჩვენ სიცოცხლეს გვართმევენ,მაგრამ აბა კარგად დავუფიქრდეთ, რამდენჯერ მოსულა ჩვენთან სიკვდილი,რამდენჯერ გვიგვრძნია მისი ცივი და დაუნდობელი ბრჭყალები, ყოველი ტკივილი ხომ სიკვდილია? არა ფიზიკური,არამედ სულიერი, ნებისმიერ მომენტში,  ნებისმიერ ჟამს სიცოცხლე შეიძლება დაიწყოს და სიცოცხლე შეიძლება შეწყდეს, ჩვენ არ ვიცით სიცოხლის დაფასება,ჩვენ ვერ ვგრძნობთ თითოეული წამის ფეთქვას, ადამიანი მოკვდავია,ერთადერთი რამ იცის მან, ერთ “მშვენიერ” დღეს ის მიწად იქცევა,ამას ვერ გავექცევით,ამას ვერავინ ვერასდროს ვერ გაექცევა,მთავარი აქ სულ სხვა რამაა,ვიქნებით კი უკვდავნი ვიღაცის გულში,ვემახსოვრებით კი თაობებს?ვემახსოვრებით კი მომავალს?და ამასთანავე როგორ?! როგორი სიამაყით,როგორი სიყვარულით,როგორი სინანულით, ესაა სწორედ ჩვენი უკვდავება, ესაა ის რის გამოც ღირს ბრძოლა,ესაა ის ერთადერთი რამ რის გამოც ღირს თავის გაწირვა.

ასევე დაივიწყეთ ენის მოჭრის,კბილების ამოძრობის,ცოცხალი რვაფეხას ჭამის სცენები, არა ეს არაა ფილმის იდეა და ეს არაა ფილმის აზრი. ფილმი ამავდროულად არაა მხოლოდ შურისძიებაზე ან თუნდაც ინცესტზე, არც თუ ისე ძნელია სიყვარულის,დასჯის ამოკითხვაც. ეს ფილმი არის ცხოვრებაზე.

სატირალია თუ სასაცილო ეგ არც კი ვიცი, მაგრამ მთავარი გმირი 15 წლის მანძილზე ვერ მივიდა თავისი მთავარი შეკითხვის პასუხამდე,არადა ზოგიერთი კადრიდან კარგად ჩანს თუ რამდენი რვეული ქონდა გავსებული თავისი “ცოდვებით”. ამ 15 წლის მანძლზე მისი ყველა ფიქრი შურისძიებისკენ იყო მიმართული,არადა სად იყო ამ დროს მონანიება?მგონი ტყუილად მოვიგონეთ ეს-გრძნობა.

არ ვიცი ვინ როგორ აღიქვამს ამ ფილმს, მაგრამ რაღაც დოზით ის ეხება ჩემ ფიქრებს, ფიქრებს იმის შესახებ,რომ ადამიანთა რასამ ამოწურა საკუთარი თავი.ფილმის სიუჟეტიდან  შორს რომ არ წავიდეთ, მიღებულია მსოფლიო საზოგადოებაში ტაბუირებული ცნება, რომ ცხოვრებაში წარმატება დამოკიდებულია ადამიანის/ინდივიდის მიზანდასახულობაზე,მის მიზანმიმართულ სწრაფვაზე რაიმეს მიმართ(ხო და არ შემეძლო ეს არ დამეწერა: დღეს-დღეისობით მიზანი ყველა ადამიანისთვის მხოლოდ ფულია, ფულით ყიდულობენ მეგობრობას, ფულით ყიდულობენ სიყვარულს, ფულით ყიდულობენ ყველაფერს), ამ შემთხვევაში ვუნ ჯი ლი-ს მიზანი შურისძიებაა,ბავშობის კოშმარი,რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევდა.

ჩამოვწერ მე პირადად რა დავინახე ამ ფილმში და რას ეხება ეს ფილმი:

1)შურისძიება

2)დასჯა

3)ადამიანის არსი,სამყარო

4)სიყვარული

5)აკრძალული სიყვარული

6)სიცოცხლე(მისი ცუდი მხარეებით)

7)წინდაუხედაობა(ფიქრი)

8)სიტყვა

9)სიმართლის ცოდნა/არ ცოდნა

და ა.შ.

“…მარცვალი შეიძლება იყო ქვიშისაც და ქვისაც,მაგრამ ყოველთვის იძირება როგორც მარცვალი…”

“…არაფერია ახალი ამ მზის ქვეშ,რაც აქამდე ყოფილა-იგივ მოხდება და რაც აქამდე მომხდარა-იგივე მოხდება,თაობა მიდის,თაობა მოდის,ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე…”

გმირებიც ვერ ცვლიან.

def-mf’aAcjiqnem9c9=0-

სტალინი რომ მოკლა შენში, ელემენტარულად ის უნდა არსებობდეს შენში. ეს კი მაშინ არის შესაძლებელი, თუ შენც სტალინივით შრომისმოყვარე ხარ და შეგიძლია დღე-ღამეში 500-მდე ნაბეჭდი გვერდის წაკითხვა, გაანალიზება და ამგვარად განუზომელი ცოდნის მიღების საფუძველზე თანაბარსწორი პროფესიონალიზმით მეცნიერებისა და კულტურის უამრავი სფეროს გამოჩენილ მოღვაწეებთან საუბარი და ზოგჯერ კამათიც საკუთარ მოსაზრებათა დასამტკიცებლად.

სტალინი რომ არსებობდეს შენში, მაშინ სტალინივით შენც უნდა გწამდეს ადამიანების საყოველთაო თანასწორობის,სოციალიზმის და კეთილდღეობის იდეის და მისთვის გაბედული ბრძოლაც უნდა შეგეძლოს, გაჭირვების ამტანი უნდა იყო და თავი არ დაგენანოს 7-ჯერ ციმბირში გადასახლებისა და იქიდან 5-ჯერ გამოქცევის სიმძიმისა და რისკისთვის.

სტალინი რომ არსებობდეს შენში, მაშინ ისეთივე გამჭრიახი გონებისა მფლობელი და ქარიზმატული ლიდერი უნდა იყო, რომ ხელისუფლებისათვის დაძაბულ ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვო და ხელისუფლების სათავეში მოექცე და თან ისე რომ შენს პირველობაში 30 წელი ეჭვი არავის შეეპაროს და ვერც ვერავინ შეძლოს შენი ჩამოგდება და განადგურება.

სტალინი რომ არსებობდეს შენში, 200 მილიონიანი მრავალეროვნული სახელმწიფოს წარმატებული მართვა და აღმშენებლობა უნდა შეგეძლოს ისე, რომ ჩამორჩენილი და გაუნათლებელი მოსახლეობის მქონე ქვეყანა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დონით, საწარმოო და მაღალტექნოლოგიური მიღწევებით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად აქციო. ამავე დროს, უნდა იყო ისევე დიდი სამხედრო სტრატეგი, რომ შენს ეპოქაში უძლეველად აღიარებული მტრის არმია მისსავე ქვეყანაში დაამარცხო და მსოფლიო განადგურებისა და დამონებისგან იხსნა.

სტალინი რომ არსებობდეს შენში, ისეთივე გრანდიოზული საქმეების გაკეთება უნდა შეგეძლოს, რომ გარდაცვალებიდან ათეული წლების შემდეგაც შენი საქმე და სახელი აქტუალური უნდა იყოს, შენს ხსოვნას პატივს მიაგებდნენ შენი საქმის დამფასებლები, ხოლო შენს მტრებს ცილისწამებითა და უაზრო,ყალბი ჭორებით სურდეთ შენი დიდი ავტორიტეტის დაკნინება.

სტალინი რომ არსებობდეს შენში, მაშინ არც გენდომება შენში სტალინის მოკვლა.
ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენში სტალინის ყოფნა გამორიცხულია, ამიტომ ვერც სტალინს მოკლავ შენში.

e0jd;gk390iamskfwfr-2k0

ხო,ლიკა ქავჟარაძე მომკვდარა, მსახიობი.

ეს დემოკრატიულ და პროგრესულ საქართველოში შეიძლება მოხდეს მხოლოდ. აგრძნობინო 58 წლის ადამიანს თავი ბებრად.საზოგადოებამ მოკლა, იმდენი უკიჟინა, იმდენჯერ უთხრა,გაუმეორა რა ლამაზი იყავი და სიბერეში როგორ დამახინჯდი, როგორ შეიცვალეო რომ მოიკლავდა თავს აბა რას იზავდა, ამ ავადმყოფ ქვეყანაში.

58 წლის ადამიანი ბებერი და მოხუცი არ არის, დაიმახსოვრეთ. სააკაშვილმა რომ გითხრათ 40 წელს ზემოთ არავინ აღარ მიიღოთ სამსახურში, ბებრები და ჩარეცხილები არიანო, ნამდვილად ეგრე არ არის. სიბერე იწყება საპენსიო ასაკიდან. და მე თუ მკითხავთ მოხუცი არის 80 წლის ადამიანი და ისიც ინდივიდუალურია.

და ისე ლამაზი რომ არ ყოფილიყო, ვინმეს გაახსენდებოდა მისი გარდაცვალება? ანუ გახსენებით გაახსენდებოდათ მაგრამ ამხელა ამბავი იქნებოდა ატეხილი?

ან რა დიდი მსახიობი ეგ იყო, ერთი ნატვრის ხეში ითამაშა და მანდ მორჩა ყველაფერი …
ხოდა რომ იცოდეთ ესეც ჩვეულებრივი ესტეთიკური ფაშიზმის გამოვლინებაა და მეტი არაფერი, რასაც ქვის ხანის დონეზე დავყავართ.ან ივანიშვილი მილიარდერი რომ არ ყოფილიყო ვინმე მიცემდით ხმას?
აი ესეც მერკანტილური ფაშიზმის გამოვლინება.

თუმცა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

მაგრამ მე ვსაუბრობ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე რომელსაც ესთეთიკური ფაშიზმი ჰქვია.

მსგავს დროს თუნდაც სამსახურში აყვანის დროს, აიყვანენ ულამაზეს ქალს რომელიც შეიძლება არ იყოს კომპეტენტური,პროფესიონალი თავისი საქმის და დაჩგრავენ პუტკუნა ქალბატონს რომელიც შეიძლება ბევრად პროფესიონალია მასზე.

რაც ხდება დღეს ინტერნეტში კი ამის ნათელი მაგალითია, ადამიანები იმაზე კი არ საუბრობენ თუ რა კაი მსახიობი იგი, ან რა კარგი ადამიანი, არამედ თუ როგორი ლამაზი იყო ის … ბოდიშით მაგრამ პუტკუნებმა რა დაგიშავეს? თუ ეგ თქვენს სილამაზის სტანდარტში ვერ ჯდება? და ამიტომაც ისინი მახინჯები არიან და მსგავს ყურადღებას არ იმსახურებენ ხო?
არ ვიცი.
ცუდია რომ თქვენთვითონვე დისკრიმინაციას უწყობთ ხელს

მადლობა,ნახვამდის.

დავტირი ამერიკას რომელიც მოკვდა და საქართველოს რომელიც ჯერ არ დაბადებულა

ეს არეტა ფრანკლინია. ცოცხლი ქალღმერთი – დედა, გულში მჯდომი, ინიც და იანიც.
ის სამი პრეზიდენტის ექვსი ინაგურაციის უცვლელი თილისმა იყო.
კლინტონის, ბუშის და ობამას ყველა ინაგურაციის მარგალიტი.
ტრამპმა არ მოიწვია.
ეს ამერიკა, რაც ამ კონცერტში არეტას გარშემოა მოკვდა, ტრამპმა მოკლა. მას არეტა არ სჭირდება, მას ბევრი ფული აქვს. ტრამპი ამერიკის ჭირია, ამერიკას სიმსივნე აქვს, იმედია მყარი იმუნიტეტი აღმოაჩნდება და დაძლევს ამ სიმსივნეს.
ამერიკა მოკვდა, ამერიკა უნდა დაიბადოს.
და ჩვენ?
ჩვენ ჯერ ვერ ვშვით ის ამერიკა, რომელიც იყო ტრამპამდე ამერიკა უკვე 50 წელი.
ჩვენ 1960 წელში ვართ. ჯერ არ გვინახავს რომ შავკანიანებს ვარდისფერი ხელისგულები აქვთ.
ეს შესავალი, უვერტიურა.
კიდევ ერთხელ ნახეთ ვიდეო, მოუსმინეთ და აღმოაჩინეთ რომ ამერიკის სიძლიერე ის კი არ არის ბიძია სემი რამდენად ოპტიმისტია, არამედ ის, თუ რამდენად ემეტება კეთილგანწყობა მის მიმართ არეტას.

და საქართველო, რომელიც უნდა დაიბადოს უნდა იყოს შვილი არაქართველი ქალღმერთის.

ძალიან მომენატრე მეგობარო

როდესაც მოვა დრო და ჩემს თმაში ასე საოცნებო ჭაღარა გაჩნდება, სახეც რომ დამინაოჭდება და ვეღარ ვიქნები ისეთი ენერგიული როგორც ახლა ვარ, თვალებში რომ ცუდად დავინახავ და ხელიც ამიკანკალდება, როდესაც მაგიდაზე მდგარ ფინჯანს გაიხსენებ, რომელიც უკვე ცარიელი იქნება, როდესაც აღარ დაგიწყებ, უაზრო ხაზებზე და ბგერებზე ლაპარაკს, როცა აღარ გეტყვი რომ ძალიან მჭირდები, როდესაც ცხოვრება უფრო მარტივი გახდება რადგან აღარავინ დარჩება ისეთი, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვიქნები, როდესაც დრო მნიშვნელობას დაკარგავს, მიხვდები რომ უკვე ყველაფერი გვიანია და შენი არარსებობაც ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
ძალიან მომენატრე მეგობარო.

23r23oc;oi-9mpsdkm

მორიგი ტრაგედია ტყიბულში.

3-4 დღეში დაივიწყებს ყველა ისედაც.
ქართული საზოგადოება ბრბოა, სეირის მოყვარული ნახირი, რომელსაც გულზე მალამოდ და საამოდ ედება სკანდალური კარგი თუ ცუდი ამბავი, ვიღაცის სიკვდილი, ტრაგედია, რომელსაც სალაყბო თემად გაიხდის რამდენიმე დღე და შემდეგ მიაგდებს, რადგან ახალი თემა გაუჩნდება,ესაა შეუმდგარი სახელმწიფოს სიმპტომები,მეტასტაზები რომელიც მთელ ქვეყანას მოედო და რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება.

რეალურად ერთმანეთზე, ხალხზე, ქვეყანაზე გული მხოლოდ ერთეულებს შეტკივათ.
როცა ადამიანი იღუპება გულის ტკივილი, შეცოდება და მწუხარების გამოხატვა ყველაზე დიდი ფარისევლობაა ჩემი აზრით, რადგან ამ დროს ეს ემოცია თუ რეაქცია დაგვიანებულია, არავითარი აზრი აღარ აქვს, ამიტომ ფუჭია და მხოლოდ საკუთარი მორალის და სინდისის წინაშე ვალის მოხდას ჰგავს.

ადამიანი, რომელსაც მართლა უყვარს რაიმე, იმ რაიმეზე იქამდე ზრუნავს, სანამ უბედურება ან რაიმე ცუდი დაატყდება თავს. სიყვარული და ზრუნვა მე ეს მგონია და არა ვირტუალურ სივრცეში წერილის დაწერა, მთავრობის და კაპიტალიზმის გინება და ა.შ.

კარგად და სიღრმისეულად გაითავისეთ: იმ ადამიანები სიკვდილი თითოეული ჩვენგანის კისერზეა,ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონია რომ შეგნებული, მოაზროვნე წევრია საზოგადოების.

ის ადამიანები მოკლა ჩვემა ნიჰილიზმა, ჩვენმა გაუტანლობამ, შურმა, ბოღმამ, სხვისი პრობლემების ფეხებზე დაკიდებამ, ჩვენმა სიყალბემ, პოლიტიკურ იდეოლოგიებში გახლართვამ და არ არსებობამ (მთელი ქვეყანა ბიძინა და მიშად, ოცნებად და ნაციონალურ მოძრაობად დაიყო და მთელი ჩვენი საზოგადოების ინტელექტი ამაზე მეტს ვერ წვდება), მნიშვნელოვანი და მართლაც სახელმწიფოებრივი თემების უკანა პლანზე გადაწევამ და ა.შ.

სადამდე გავაგრძელო ? ყველამ ხომ კარგად იცით.

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ საკუთარ სინდისთან და მორალთან იყავით მართლები და აიღეთ პასუხისმგებლობა ადამიანების სიკვდილზე, რომლებიც მაღაროში თუ მშენებლობაზე იხოცებიან, ბავშვების სიკვდილზე, რომლებიც შიმშილით იხოცებიან, ახალგაზრდების სიკვდილზე, რომლებიც ერთმანეთს მყრალი,დამპალი ქურდული, ძველბიჭური იდეოლოგიის გამო ერთმანეთს ხოცავენ და ა.შ.